რეზონანსი
30.07.2020

თითქმის 1-საათიანი შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში - ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი, ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელთან და საქმეზე დაქირავებულ დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდა. აუდიენციის მთავარი თემა ბოლო დროს მათზე განხორციელებული ზეწოლა იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ სახალხო დამცველის აპარატთან კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

თავის მხრივ, ლომჯარიას მოადგილე, დაზარალებულის მხარეს კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერას დაჰპირდა. გიორგი ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ადვოკატის და "ემპათიის" პრობლემების გარდა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმითაც დაინტერესდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×