რეზონანსი
30.07.2020

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ივლისის ბაშოზე მეშვიდე შეხვედრა მოიგო. ტოჩინოშინი შოჰოძანს შეხვდა.

თავდაპირველად გამარჯვებული არ გამოვლინდა და ორივე სუმოისტი დოჰიოდან ერთდროულად გადავიდა. ბრძოლის განახლების შემდეგ კი ლევან გორგაძემ ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა მეტოქე და წოდებაში დაწინაურებისთვის, დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ერთის მოგება სჭირდება.

ხვალ, ტურნირის მე-13 დღეს ქართველი სუმოისტი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიიომარუს შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×