რეზონანსი
30.07.2020

სასწავლო წელი ახლოვდება, პანდემია კი უკან არ იხევს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწავლის დაწყების თარიღი არ გადაიწევს.

საქართველოში პანდემიის წინაღმდეგ გატარებული ღონისძიებების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი კვლავ გრძელდება.

პირბადე ის თემაა, რომელიც ყველა ადამიანს, იმათაც კი ვისაც დღის განმავლობაში სულ რამდენიმე წუთით უწევთ ტარება აღიზიანებს და დისკომფორტს უქმნის.

„დაიჯესტი“ დაინტერესდა იქნება თუ არა სავალდებულო აუდიტორიული სწავლების დროს დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.

აღნიშნული კითხვით „დაიჯესტმა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ხათუნა ზახაშვილს მიმართა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რთული სათქმელია რა გადაწყდება ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით. ზახაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღში ნიღაბი სავალდებულო არ იქნება. სკოლასა და უნივერსიტეტზე კი მსჯელობა მიმდინარეობს. 

მისივე განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×