რეზონანსი
30.07.2020

საქართველოს პროკურატურამ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა.

სამართალდამცველებმა ი.ღ. 2020 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა დღეს მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×