რეზონანსი
30.07.2020

თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვინმე არ ეთანხმება, შეუძლიათ გაასაჩივრონ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, დღეს საქართველოში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და არასასურველი განაჩენი ორივე მხარეს შეუძლია სხვა ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს.

„დღეს ჩვენ ყველამ მედიის დახმარებით, ვნახეთ ის განაჩენი, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლოს მიერ რურუას საქმეზე. თუკი თავად ბატონ რურუას, მისი ადვოკატების მხრიდან, ან პროკურატურის მხრიდან, რომელიც მხარეა ასევე ამ საქმეში, აქვს რაიმე წუხილი მოცემულ განაჩენთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებობს თავისუფალ პირობებში, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, იუსტიციის მინისტრისგან, კანონმდებლებისგან თავისუფალი სასამართლო, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები, სადაც ორივე მხარეს შეუძლია გაასაჩივროს მისთვის არასასურველი განაჩენი, ან ამ განაჩენის რომელიმე ნაწილი, თუ ისინი მას არ ეთანხმებიან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×