რეზონანსი
30.07.2020

31 ივლისიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება და ქართველი გულშემატკივრები სტადიონებზე შესვლას შეძლებენ. რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ლიგის მერვე ტური უკვე მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება.

„სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს, – ვკითხულობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე, – აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა“.

სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო, – იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×