რეზონანსი
30.07.2020

29 ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ერთ დღე-ღა­მე­ში კო­ვიდ-19-ის 8 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ე.წ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გი­ონ­ში, სულ 71 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ი­სა და ქარ­თუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­სა­ი­მე­დო ინ­ფორ­მა­ცი­აა, რად­გან ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბი­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბის სრუ­ლად აღ­რი­ცხვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

Апсадгьыл-инфо-ს ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის, გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 11 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბა, 20 - სახ­ლში, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია, 37 გა­მო­ჯან­მრთელ­და, 2 კი - გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვებს არ სჯე­რათ, რომ ვინც ექი­მებ­მა ვირუ­სის მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბის გამო შინ გა­ამ­წე­სეს, რე­კო­მენ­და­ცი­ებს და­ი­ცა­ვენ და კონ­ტაქ­ტი არა­ვის­თან ექ­ნე­ბათ.

რე­გი­ონ­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის კვალ­დაკ­ვალ, გაგ­რის ცენ­ტრში, შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნი­სა და რუ­სეთ­თან ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვრის გახ­სნის მო­თხოვ­ნით, აქ­ცია გა­ი­მარ­თა. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­შიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყო­ველ­გვა­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვი­სა და პირ­ბა­დე­ე­ბის გა­რე­შე დგა­ნან. ისი­ნი "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან" სო­ცი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ითხოვ­დნენ.

"შვი­ლი მყავს ცუ­დად და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვიყ­ვა­ნო ად­ლერ­ში, რათა ანა­ლი­ზე­ბი ჩა­ა­ბა­როს. თუ გზა არ გა­იხ­სნა და ანა­ლი­ზე­ბი ვერ ჩა­ვა­ბა­რეთ, ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა..." - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ეკა­ტე­რი­ნა ჟდა­ნო­ვა-ბარ­ცი­ცი ერთ-ერთ გა­მო­ცე­მას­თან. მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი იმ­დე­ნად მწვა­ვეა, რომ არა­ვინ იცის ხალ­ხი ზამ­თრის გა­და­ტა­ნას რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს.

ოთხშა­ბათს, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა და რეს­პუბ­ლი­კა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის შე­სა­ხებ აუ­წყა. მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­შფო­თე­ბის მი­ზე­ზი ეს­მის, "თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია..."

ამ ფონ­ზე, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა იმა­ზეც დარ­დობს, რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თა­ვად ექი­მე­ბი და­ვირუს­დე­ბი­ან... ekhokavkaza.com-ის პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­ვირუ­სე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა რუ­სე­თი­დან შე­მო­ვი­და, ამი­ტომ, ცოტა ხნით სა­ზღვრის გახ­სნა­ზე არც უნდა იფიქ­რონ.

თუმ­ცა, ბევ­რი მათ­გა­ნი მა­ინც იმ აზ­რზეა, რომ სრუ­ლი ჩა­კე­ტი­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნებს მშივ­რებს მო­უ­წევთ ყოფ­ნა და ეს ბევ­რად უა­რე­სია, ვიდ­რე ვირუ­სი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×