რეზონანსი
30.07.2020

“რამდენიმე სახლია სერიოზულად დაზიანებული, თუმცა საბოლოო ჯამში ზიანი არის ძალიან სერიოზული. 12 სოფელი იყო კავშირს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი, თუმცა დარჩენილ სოფლებში: ღები, პატარა ღები, შოვი, გლოვო, როგორ ჩანს, გზა ისეა დაზიანებული, რომ სრულყოფილი კავშირის აღდგენას დასჭირდება 1 თვე, მინიმუმ. დღეს ვესაუბრეთ ,,ენერგოპროსაც”, რომელიც გვპირდება, რომ 1 კვირაში შესაძლებელია ელექტრომომარაგება აღდგეს, ყველა შესაბამისი სამსახური დღეს იმყოფება ადგილზე. სოფლებთან, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე, დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი და თუ იქნება მოსახლეობის გამოყვანის საჭიროება, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყვანთ. ეს სოფლები, რომლებიც 1 თვე ფაქტობრივად კავშირს იქნება მოწყვეტილი, ყველა საჭირო პროდუქტებით მომარაგდება.

მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, 4 ხიდია სრულად აღსადგენი, პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენები საჭიროებს 30 მლნ ლარს. საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×