რეზონანსი
30.07.2020

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი მასშტაბურია, თუმცა კონკრეტულ ციფრებზე დღეს ვერ ისაუბრებს. როგორც გოჩა ენუქიძემ ჟურნალისტებს ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან განუცხადა, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ.

„პრემიერ- მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდით სოფელ ღებში და პატარა ღებში. ადგილზე ვესაუბრეთ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, დავათვალიერეთ დაზიანებული ადგილები. წაღებულია ხიდი და გზები. პრემიერმა ადგილზე გასცა დავალებები“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

რაჭაში, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი მასშტაბურია, თუმცა კონკრეტულ ციფრებზე დღეს ვერ ვისაუბრებ - გოჩა ენუქიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×