
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ღლონტის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდების მხარე ამოღებულ ვაზნებზე დანიშნული ექსპერტიზის შედეგს ელოდება და ამის შემდეგ მოხდება ბრალის წარდგენა.
ჩემი ინფორმაციით, ბრალდების მხარე, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება ამოღებული ვაზნების ვარგისიანობის თაობაზე, ამის შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ დღეს მოხდება ბრალის წარდგენა, ალბათ, რამდენიმე საათში გაირკვევა ეს საკითხი. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას, ეს გაირკვევა მას შემდეგ, რაც ბრალდების დადგენილებას გავეცნობით. დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა წერეთელმა.