რეზონანსი
30.07.2020

მესი თუ რონალდუ?

გამოკითხულთა 59.6% თვლის, რომ ლიონელ მესი რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელია.

“აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის,  რომელშიც 1,600-ზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა და თავიანთი საყვარელი გუნდებიდან ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებამდე თავიანთი მოსაზრება ყველა საკითხზე დააფიქსირეს.

კვლევაში მონაწილე გულშემატკივრების 37.3% ბარსელონას ქომაგი იყო, 27.6% კი მადრიდის რეალის. მათ შემდეგ მოდიოდნენ ტურინის იუვენტუსი (8.3%), მილანი (5.7%), იუნაიტედი (5.4%), ლივერპული (4.6%) და ბაიერნი (4.1%)

"სხვა" გუნდების გულშემატკივრები მონაწილეთა 2.1%-ს შეადგენდნენ, დორტმუნდს სულ 3 გულშემატკივარი აღმოაჩნდა, მანჩესტერ სიტის კი 7.

ჩელსიმ (2%), ინტერმა (1.1%) და არსენალმა (1.1%) ასევე მიიღეს მხარდაჭერის პატარა პროცენტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×