რეზონანსი
30.07.2020

ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, სასამართლოს მიერ გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ გამამტყუვნებელ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თორნიკე მამალაძე, მოსამართლეს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" კონკრტულ მოსამართლეებს მართლმსაჯულების საწინააღმდეგოდ და პირადი ინტერესების გათვალისწინებისთვის იყენებს.

დეკანოზის ძმა დარწმუნებულია, რომ გოიორგი რურუაც და გიორგი მამალაძეც საპყრობილეს მალე დატოვებენ, მათ ნაცვად კი ციხეში ის ადამიანები წავლენ, რომლებიც ადამიანებს უკანონოდ უშვებენ საკანში.

„სიმართლე გითხრათ, როგორც კი გავიგე, რომ გიორგი რურუას საქმეზე მოსამართლე ბუგიანიშვილი გაამწესეს, მაშინვე ვიცოდი, რომ დღევანდელი განაჩენი ასეთი იქნებოდა. „ქართულ ოცნებას" თუკი სურს ვინმე ციხეში ჩასვას შეკერილი საქმით და მტკიცებულებების გაყალბებით - ძმები ბუგიანიშვილები საუკეთესო ვარიანტია. დეკანოზს მისმა ძმამ გამოუტანა უკანონო განაჩენი. ერთს ვიტყვი: გიორგი რურუაც და ჩემი ძმაც ძალიან მალე თავისუფლები იქნებიან, ხოლო ნაძირალა და კრიმინალი ბუგიანიშვილები თავიანთი მბრძანებლებითურთ ჩაანაცვლებენ მათ კამერებს საპყრობილეში. ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა გიორგი რურუას! ვერ მოგერევიან ძმაო, შენ გაიმარჯვებ!!!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×