რეზონანსი
30.07.2020

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საბოლოოდ შეაფასა დღეს სასამართლომ და მიიღო ის ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება, რომ ბრალად წარდგენილ ქმედებებში, ანუ 381-ე მუხლის პირველ ნაწილში და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილში, გიორგი რურუა სცნო დამნაშავედ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი რურუას საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ განუცხადა.

„ერთობლიობაში სასამართლომ მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. თავისთავად ეს არის ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ მიიღო. მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე. მოცემულ მტკიცებულებებს რაც შეეხება, ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა, როგორც ერთი დანაშაულის მიმართ, ასევე მეორე დანაშაულის მიმართ. პოლიტიკურ ჭრილს რაც შეეხება, თავისთავად მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო, ბრალდების მხარეს კონკრეტული მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი და ამ მტკიცებულებების შეფასება მოხდა სასამართლოს მიერ", - განაცხადა სამხარაძემ.

სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო. რურუას ადვოკატები საქმის გასაჩივრებას აპირებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×