რეზონანსი
30.07.2020

„მთელი 6 თვის განმავლობაში ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომელსაც გავცემ",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტრომა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

იგი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბოლომდე დაიცვან რეკომენდაციები.

„მესმის, რომ რეგულაციების დაცვა არ არის მარტივი. ამას რომ ვლაპარაკობ, შეიძლება პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს ვინმეს, მაგრამ კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ მთელი 6 თვის განმავლობაში ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომელსაც გავცემ. ჩვენი დაწესებულების თანამშრომლებს გაცნობიერებული გვაქვს რამხელა პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში დავიცვათ რეგულაციები, რაც აუცილებელია. ჩვენს ცენტრში რომ დღემდე მედპერსონალში არ დადასტურებულა არცერთი შემთხვევა, ეს კარგად გაცნობიერებული ქცევების შედეგებია",- განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×