რეზონანსი
30.07.2020

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 5 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის ვებგ­ვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გა­ნახ­ლდა. ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1160 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

გა­მო­ჯან­მრთელ­და კი­დევ 6 პა­ცი­ენ­ტი და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 935-ს შე­ად­გენს. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 6489 მო­ქა­ლა­ქე, სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 337.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 5 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან 2 პა­ცი­ენ­ტის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო უც­ნო­ბია და ამ დრო­ი­სათ­ვის კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს და­სად­გე­ნად ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ეზუგ­ბა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, და­ნარ­ჩე­ნი 3 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა შე­მო­ტა­ნი­ლია, მათ შო­რის 2 სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლია.

„დაგ­ვე­მა­ტა 5 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და დღეს გვყავს 1 160 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 6-ით და დღეს არის 935 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კო­ვი­დცენ­ტრებ­ში მკურ­ნა­ლობს 246 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ამ 5 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი­დან, 3 არის შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვა, აქე­დან 2 არის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი, ხოლო 2 და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ზე გრძელ­დე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბი­სა და წყა­როს დად­გე­ნის თვალ­საზ­რი­სით.

ჩვე­ნი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მებს რაც შე­ე­ხე­ბა, ჩვენ გუ­შინ გვყავ­და 41 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, დაგ­ვე­მა­ტა 1 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი არ გვყო­ლია და ამ ეტაპ­ზე გვყავს 42 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი"-გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×