
გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
არ არის ეს მოსამართლე, რომელიც შინაგანი რწმენის ან კანონის საფუძველზე ხელმძღვანელობს, არამედ ის არის უბრალოდ, პოლიტიკური მითითებების შემსრულებელი მოსამართლე, - ამბობს საძაგლიშვილი.
მისი თქმით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ არც სააპელაციო სასამართლოს მიმართ აქვთ ნდობა, რადგან იქაც ბიძინა ივანიშვილის მონა-მორჩილი მოსამართლეები არიან.
საძაგლიშვილის თქმით, გიორგი რურუა განაჩენს ღიმილით შეხვდა, რადგან ელოდა კიდეც ასეთ გადაწყვეტილებას.
გიორგის არაფერი უთქვამს. ის ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას და ღიმილით და ღირსეულად შეხვდა იმიტომ, რომ არაფერს არ ნიშნავს და არ ცვლის მისთვის ეს გადაწყვეტილება. მას პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გამოუტანა განაჩენი იმის გამო, რომ იყო "ქართული ოცნების" ოპონენტი, იმის გამო, რომ არის "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი, - თქვა მან.