რეზონანსი
30.07.2020

ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ მან მცხეთაში განაცხადა, საიდანაც პოლიტიკურმა პარტიამ „სამართლიანობისთვის" დღეს საარჩევნო კამპანია დაიწყო.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

პარტიამ „სამართლიანობისთვის", რომელიც „ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ შექმნა, 8 ივლისს მიმართა ცესკოს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

პარტია არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდება სახელით: ეკა ბესელია - პ.პ სამართლიანობისთვის.

პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×