
თამარ ბაჩალიაშვილის დედას ბევრი გარემოება უჩენს კითხვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის, ვინ წაშალა თამარის "ფეისბუქ" გვერდი, სადაც ოჯახი ხშირად შედიოდა და ასევე, დედა სვამს კითხვას, თუ გამოძიება არაფერს მალავს, რატომ არ დაასწრეს დაღუპულის ლეპტოპის გახსნას ოჯახის ადვოკატი.
"რაღაცეების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ, მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა ფეისბუქი. შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი, ეს ხომ ყველამ იცის. აქამდე იყო და უცებ წაიშალა, მოწმენდილ ცაზე, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა იმის გახსნას. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა, ამით ჩვენ დაგვიცვა და თავისი თავი გაწირა. "ღია ცის ქვეშ რომ დავრჩე, ამ საქმეს არ მოვეშვები, სტრასბურგამდე ჩავალ", - ამბობს თეონა თამაზაშვილი.