რეზონანსი
29.07.2020

დღევანდელი ეპიდსიტუაცია თუ გაგრძელდა, არამგონია, სწავლის დაწყება საფრთხეს წარმოადგენდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექცია მართვადია.

„დღეს გვქონდა ათი ახალი შემთხვევა. ზოგადად, 26 თებერვლის შემდეგ, არის 1155 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. 82% გვაქვს გამოჯანმრთელების მაჩვენებელი. საკმაოდ გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი – მილიონ მოსახლეზე „პისიარ“ ტესტი გვაქვს 58 ათასი. ჩატარებულია კიდევ დამატებითი სწრაფი ტესტები 142 ათასის​ ფარგლებში.

ჯერჯერობით ორი ცხელი წერტილი გვაქვს ქვეყანაში, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ერთი არის სოფელი ყარაჯალარი, რომელიც არის გაჩიანის დასახლებაში, ასევე ძირითადი შემთხვევები გვაქვს ხოლმე იმპორტირებული. ტესტირება მიდის ლილოს ბაზრობაზე, სადაც 3000-მდე ადამიანი გვყავს გამოკვლეული და კიდევ ვაპირებთ ამდენივე ადამიანის გამოკვლევას ამ კვირის ბოლომდე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×