რეზონანსი
29.07.2020

სახარბიელო ეპიდსიტუაცია არცერთ იმ ქვეყანაშია, ვისთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, ვისთანაც გვაქვს პირდაპირი საზღვარი არავითარ რეკომენდაციას არ იძლევიან იმაზე, რომ მათთან საზღვარი გაიხსნას, რადგან ეს შესაძლოა იყოს სერიოზული რისკის შემცველი ნაბიჯი.

კითხვაზე, საქართველოში იმპორტირებული შემთხვევების 46% რუსეთზე მოდის და ეს მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ სანამ რუსეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ დარეგულირდება, საზღვარი არ უნდა გაიხსნას მასთან? – რაზეც გამყრელიძე პასუხობს:

“ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არცერთ იმ ქვეყანაში არ არის სახარბიელო, ვისთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს. საქართველო გარკვეულწილად ოაზისად გამოვიყურებით, როგორც რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან ან სომხეთთან მიმართებაში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თუ საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებთან მიმართებით, ისეთი როგორიც არის ბელარუსი თუ უკრაინა. ამიტომ, ვისთანაც გვაქვს პირდაპირი საზღვარი არავითარი რეკომენდაცია არ გვაქვს, რომ მასთან საზღვარი გაიხსნას. იმიტომ, რომ ეს შესაძლოა იყოს სერიოზული რისკის შემცველი ნაბიჯი.

მოგეხსენებათ, სურსათი შემოდის სახმელეთო გადაადგილების შედეგად. ძირითადად ეს არის სატვირთო ავტომობილები, რომლითაც სურსათი შემოდის ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი მთავარი წყარო იმპორტირებული შემთხვვევებისა გვაქვს სწორედ ტრაილერების მძღოლების. მათ შორის ბევრია რუსეთიდან შემოსული ადამიანები. გარდა მაგისა რუსეთში ცხოვრობს ჩვენი ბევრი მოქალაქე, რომლებიც ბრუნდებიან ქვეყანაში და გადადიან საკარანტინო რეჟიმში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×