რეზონანსი
29.07.2020

რაჭაში, სტიქიის ზონაში 500-მდე ტურისტია ჩარჩენილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, უწყებას მუდმივი კომუნიკაცია აქვს მათთან და სასტუმროების მფლობელებთან და დახმარების საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლება მზად არის მყისიერი რეაგირებისთვის.

„დღის განმავლობაში ვიმყოფებით პირდაპირ კავშირზე რაჭაში მდებარე სასტუმრო ობიექტებთან, მათთან ვამყარებთ კავშირს, იმისთვის რომ გავიგოთ აქვთ თუ არა რაიმე საჭიროებები, რაც შესაძლებელია წარმოქმნილი იყოს სტიქიიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, შიდა ტურიზმი ძალიან აქტიურ ფაზაშია შესული და აქედან გამომდინარე იმყოფებიან დამსვენებლები რაჭაში. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ სწრაფი უკუკავშირი განთავსების ობიექტებისგან, დამსვენებლებისგან, იმისთვის რომ სახელმწიფომ საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს დახმარება ყველა იმ განთავსების ობიექტს და დამსვენებელს, რომელიც ახლა იმყოფება რაჭაში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×