რეზონანსი
29.07.2020

რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს "ცხე­ლე­ბის ცენ­ტრში" მო­თავ­სე­ბულ 87 წლის ქალს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა პა­პუ­ნა ბახ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბი­ნი­დან გა­და­იყ­ვა­ნა, მას მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა, ტეს­ტი მე­ო­რედ გა­და­მოწ­მდა და "კო­ვიდ-19" და­დას­ტურ­და", - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­ნა ბახ­ტა­ძემ.

რუს­თა­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ ეპიდკვლე­ვა და კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია 87 წლის ქა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×