რეზონანსი
29.07.2020

ამ წუთში ჩვენ ვიმყოფებით, სოფელ ნაკიეთთან, 118-ე კილომეტრზე, აქ გზის 100 მეტრიანი მონაკვეთი სრულად იქნა განადგურებული, მოხერხდა და მოეწყო შემოვლითი გზა, - ამის შესხებ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში" ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ონთან დამაკავშირებელ ხიდთან ირეცხება ნაპირი. „უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოხდეს წყლის სისტემის გამავალი მილის დაცვა. მასალები გზაშია და მალე დაიწყება ონის წყლის მიმწოდებელი მილის აღდგენა. ამავდროულად მეორე სათავე ნაგებობა, რომელიც ჯერ-ჯერობით გადარჩენილია და 250-იანი მილით მოხდება მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება ჯერ ტექნიკური საშუალებებისთვის და შემდეგ სასმელი წყლის თვალსაზრისით", - აღნიშნა ქარსელაძემ.

რაც შეეხება გზაზე არსებულ ვითარებას, 8 მონაკვეთია ამ დროისთვის იდენტიფიცირებული. „სადაც მთლიანად არის ჩაწყვეტილი გზა და სალიკვიდაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ. 12 ერთეული ტექნიკა უკვე არის მობილიზებული და შეზღუდული რელიეფიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ხდება ფრონტის გახსნა, რომ მოკლე პერიოდში მოხდეს მონაკვეთების აღდგენა, თუმცა ცალსახაა, რომ სტიქიამ რეგიონს მაქსიმალური ზიანი მიაყენა. ​ჩაწყვეტილი გზები, კომუნიკაციას შეუძლებელს ხდის, ამავდროულად აღსანიშნავია ხიდები, რომელიც მოსახლეობას აკავშირებს ცენტრალურ გზასთან. ამ მიმართულებითაც კონკრეტული ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. მთლიანობაში, ზარალის რაოდენობაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ჩვენი მიზანია მოვახდინოთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. მობილიზებულია ტექნიკა და მაღალი კვალიფიკაციის ოპერატორები. რაც შეეხება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ვადებს, დაზიანებულია ბევრი ლოკაცია, ამიტომ ზუსტი ვადების დასახელება ამ დროისთვის შეუძლებელია", - განაცხადა ქარსელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×