რეზონანსი
29.07.2020

 ადვოკატი თამარ აბესაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი ქვეყნის დატოვებას გეგმავს.

ადვოკატმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც დაიჯესტი უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ავთო ბილანიშვილს (კაწრო) არანაირი შემხებლობა არ ჰქონია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებთან. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სკანდალურ კადრებში თეთრპერანგიანი მამაკაცი კაწრო არ აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაასკვნა, რომ ბატონმა გვარამიამ გაავრცელა არაზუსტი და შესაბამისად, ტყუილი ინფორმაცია ბილანიშვილის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ტყუილი აღმოჩნდა ასევე „მთავარი არხის“ ინფორმაცია, თითქოს კაწრო იმყოფებოდა დაჩი ბუაძის ქორწილში... რომ ვინმე პოლიციელი არის ავთოს ნათესავი და მფარველი.....და კიდევ ბევრი მოკლეფეხება ტყუილის მიუხედავად, კვალავაც მიზანმიმართულად ავრცელებენ მორიგ სისულელეს, რომ თითქოს ავთო ბილანიშვილის ქვეყნის დატოვებას გეგმავს, თუ უკვე დატოვაო...

ხაზგასმით ვამბობ, რომ ავთო ბილანიშვილი არის საკუთარ ოჯახთან ერთად საქართველოში, არსად წასვლას არ აპირებს და არც გასაქცევად აქვს საქმე... ერთი ადამიანის შესახებ ამდენი აბსურდი და დეზინფორმაცია უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება ე.წ დამოუკიდებელი მედიის და „გამომძიებელი“ ჟურნალისტების მხრიდან. თუ იძიებთ, რეალობა გამოძიეთ ბატონებო და ქალბატონებო, სიმართლე გაარკვიეთ და ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში. სირცხვილია, უკიდურესი სირცხვილია!!!“- წერს ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი, თამარ აბესაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×