რეზონანსი
29.07.2020

პოლიციამ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. კაცს, ვაკე-საბურთალოს პოლიცია მოწმის სტატუსით კითხავდა. პროცედურის დასრულების შემდეგ კი მისი სტატუსი შეიცვალა.

ლერი სულაბერიძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პოლიციის მიერ დასახელებულ პირს არ იცნობს.

წყნეთში წუხელ სროლა იყო. დაზიანებულია ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომობილი.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×