რეზონანსი
29.07.2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ახლახან გაკეთებული სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი ავტობანი გადის, ბორდიურები და მილხიდები დაზიანდა, რამაც საცხოვრებელი სახლების ეზოების დატბორვა გამოიწვია.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ავტობანი უხარისხოდ გაკეთდა და ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები მათ ავტობანის მშენებლობის პროცესშივე ჰქონდათ.

"არაერთხელ ვუთხარით მშენებლებს, რომ გზა ზედმეტად აამაღლეს და ეს მოსახლეობის მხარეს წყლის წამოსვლას გამოიწვევდა. არ დაგვიჯერეს. ახლა კეთილი ინებონ და დროულად გამოასწორონ." - ამბობენ აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები.

ძლიერმა წვიმამ დააზიანა სოფელ ჩოჩხათში ბადრი ჯოჯუას სახლიც. მეწყერმა, რომელიც ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, სახლის თითქმის ნახევარი დაანგრია.

ლანჩხუთის მერია მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ეცნობა და ზარალს ითვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×