რეზონანსი
29.07.2020

„ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლისთავზე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს გაუჩნდათ ილუზია, რომ შიძლება მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, თუმცა მათთვის კატასტროფული რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ ამის არანაირი შანსი არ აქვთ", - განაცხადა ტვ „იმედის" ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ ნაციონალურ მოძრაობას" აქვს საკუთარი კვლევები, რომლის მიხედვითაც ისინი კატასტროფულად აგებენ ამ არჩევნებს.

„ახლა დარჩათ ის, რომ ან უნდა შეეგუონ ამ მარცხს, ამის მიუხედავად ილაპარაკონ საარჩევნო დაპირებებზე, გეგმებსა და მომავლის პერსპექტივებზე, პროაქტიულად წარმართონ ამ მიმართულებით კამპანია ან რაღაც გეგმა „ბ" მოიფიქრონ და წავიდნენ ვა-ბანკზე. ფეიკებით ისედაც გაჯერებული იყო მათი ტელევიზიები და ამას ემატება ტრაგედიებით შოუს მოწყობა, რაც არის ყველაზე ამორალური. ცდილობენ ერთადერთი რაც დარჩენიათ, რომ იქნებ 1 %-იც რომ იყოს,შეძლონ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიონ იმგვარი, რომ ამან რეიტინგების მაჩვენებლები აბსოლუტურად საპირისპიროდ შეცვალოს, რაც შეუძლებელია, რადგან ამით შეურაცხყოფას აყენებენ ამომრჩეველს და იმ ადამიანებს, რომლებზეც ფიქრობენ, რომ მოწყვლადი არიან ამ მიმართულებით" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ადამიანებმა ზუსტად იციან სინამდვილეში რაც არის და სწორედ აქედან გამომდინარე აქვთ დაბალი რეიტინგები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×