რეზონანსი
29.07.2020

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს. როგორც  გარდაცვლილის მამამ განაცხადა, მისი შვილის ცხედარი მძიმე მდგომარეობაში ნახა, ამიტომ ეჭვი გაუჩნდა.

"მიცვალებული რომ ვნახე, ისეთ დღეში იყო... ორ და სამ დღეში ასეთი რამე არ ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო, ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ ვითხოვ დნმ-ის ტესტის გაკეთებას.

ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, ისეთი, როგორიც კომპიუტერზე. გზა რომ გადაკეტეს, მანქანა მაშინ გამოჩნდა, ამაზეც ეჭვი მეპარება", - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×