
პანკისში, სოფელ დუისში, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. გუშინ გვიან ღამით, დაუდგენელმა პირმა სოფელ დუისში ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნა. სახლში, რომლის მიმართულებითაც დაახლოებთ 12 საათზე რამდენიმე გასროლა განხორციელდა, ახლა ქავთარაშვილები იკრიბებიან.
ვერსიებთან დაკავშირებით ქავთარაშვილები ამბობენ, რომ შემთხვევა შესაძლოა 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარ მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს, რომელშიც მურად ქავთარაშვილი ფიგურირებს. მაშინ 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს, ქავთარაშვილი კი დაჭრეს.
საქმეზე იმ პერიოდში არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს, თუმცა ვისო მუთოშვილის ახლობლები საქმეში ქავთარაშვილის ჩართულობაზე აქტიურად საუბრობდნენ.
ამის შემდეგ, მუთოშვილებმა სისხლის აღებაზეც კი დაიწყეს საუბარი. პრევენციის მიზნით, მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის არა ერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა.