რეზონანსი
29.07.2020

"აქამდე იყო (ფეისბუკქი) და უცებ წაიშალა, მოწმენდილ ცაზე" - გაოცებასა და აღშფოთებას ვერ მალავს  თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

დედა დარწმუნებულია, რომ თამარი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა, ამით ოჯახი დაგვიცვა და თავისი თავი გაწირა

"რაღაცეების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ, მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა ფეისბუქი. შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი, ეს ხომ ყველამ იცის. აქამდე იყო და უცებ წაიშალა, მოწმენდილ ცაზე, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა იმის გახსნას. 

 "რომც დამხვრიტონ, არასდროს დავიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. ის ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და ჰქონდა ძალიან ბევრი გეგმა.

"რომ დავრჩე ღია ცის ქვეშ და დამჭირდეს სახლის გაყიდვა, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ჩავალ სტრასბურგამდე" - განაცხადა"მთავარ არხთან" თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×