რეზონანსი
29.07.2020

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის ფაქ­ტი, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში მას ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ დახ­ვდა, ბევრ კი­თხვის ნი­შანს აჩენს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ამარ­თლებს გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის­თვის პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ ნათ­ქვამ ფრა­ზას - „კომ­პი­უ­ტე­რი გავ­ხსე­ნით და თქვე­ნი გოგო შარ­ში" არი­სო.

„კომ­პი­უ­ტე­რის სკა­ნი­რე­ბას რამ­დე­ნი­მე დღე შე­იძ­ლე­ბა და­ჭირ­დეს. მათ იცოდ­ნენ, რომ კომ­პი­უ­ტე­რი გახ­სნი­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა დამ­ხვედ­რო­და, მაგ­რამ გახ­სნი­ლი დამ­ხვდა. ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი ჩნდე­ბა უკვე და ძა­ლი­ან ამ­ყა­რებს ეს იმ ნათ­ქვამს, რაც მა­მას, ბა­ტონ ჯუმ­ბერს უთხრა იმ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, რომ „კომ­პი­უ­ტე­რი გავ­ხსე­ნით და თქვე­ნი გოგო შარ­ში" არი­სო. ახლა ამ­ბობს, არა­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ მით­ქვამ­სო, ეტყო­ბა, მა­შინ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე ნა­ნა­ხი ჰქონ­დათ, ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნია.

მას შემ­დეგ, რაც გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე, რომ აშშ-ს გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო­დან ექ­სპერ­ტის ჩა­მოყ­ვა­ნა მინ­დო­და იმის­თვის, რომ კომ­პი­უ­ტე­რი მათ გა­ეხ­სნათ, ვი­ნა­ი­დან ესე­ნი ამ­ბობ­დნენ, ვერ ვხსნი­თო, უცებ, იპო­ვეს კოდი, არა­და მა­ნამ­დე იმ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ნათ­ქვა­მი ჰქონ­და, რომ „გოგო შარ­ში" იყო. ოჯახს უკვე გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან დიდი უნ­დობ­ლო­ბა აქვს.

ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში მი­თხრეს, რად­გან კომ­პი­უ­ტე­რი დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით მო­ი­ტა­ნეს, იმ წუ­თას და­ვი­წყეთ კო­დის ძებ­ნა და ახლა თქვენს თვალ­წინ ვი­წყებთ ამის გახ­სნა­სო. არა­და, ლუ­ქის ახ­სნა და მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩემ თვალ­წინ უნდა მომ­ხდა­რი­ყო", - აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მის­თვის ამ დრომ­დე არ გა­და­უ­ცი­ათ აე­რო­გა­და­ღე­ბის ჩა­ნა­წე­რი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×