რეზონანსი
29.07.2020

 რაჭაში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადგილზე მოქალაქეები არიან ჩარჩენილი და მიმდინარეობს მათი გამოყვანის სამუშაოები. ძლიერი წვიმა გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათით გაგრძელდა. 

ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყრდენი წაიღო. ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×