რეზონანსი
29.07.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა. ამოღებულია თუ არა პროგრამისტის კომპიუტერიდან რაიმე სახის ინფორმაცია, ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, ადვოკატი ჯერ ვერ აკონკრეტებს.

"მე მათ ვუთხარი, რომ აღნიშნული კომპიუტერის გახსნა მომხდარიყო ჩემი თანდასწრებით და მერე მომხდარიყო ყველა იმ პროცედურის ჩატარება, რომ დარმწუნებული ვყოფილიყავი, რომ რამე კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო.

დღესაც ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, მაინც, ხომ არ მოხდა წინასწარ შესვლა ან ამდაგვარი ქმედება. ბოლომდე რომ დავრწმუნდები, მერე უფრო მშვიდად ვიტყვი ამაზე" - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ამჟამად კომპიუტერში არსებული ინფორმაციის კოპირება მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე დღე დასჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×