რეზონანსი
29.07.2020

საჰაერო მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება - ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში საუბრობენ. ამ  პროგნოზის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-სა და განვითარებად ეკონომიკებში ვირუსის შეკავების ნელი ტემპებია.

ასოციაცია მოუწოდებს მთავრობებს, მიიღონ ზომები საჰაერო მოგზაურობისადმი ნდობის გასაზრდელად. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, ივნისში საერთაშორისო ტრეფიკი 96,8%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში  საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ეს შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ სამ მიმართულებას - პარიზი, მიუნხენი და რიგა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×