რეზონანსი
29.07.2020

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 929-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×