რეზონანსი
29.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი ჯერ სცემეს და მერე მდინარეში დაახრჩვეს. როგორც „ტვ პირველზე“ საუბრისას ნიკოლაძემ განაცხადა,  ინფორმაცია პირადი წრეებიდან მოიპოვა. ის პასუხისმგებლობას „ტოიოტას“ მგზავრებს აკისრებს.

„ჩვენ ვდავობ იმას, რომ ჯერ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ხოლო შემდეგ მდინარეში ჩაახრჩვეს​. თუ მიიყვან, თავს ჩააყოფინებ, ესეც ხო დახრჩობაა? ეს ინფორმაცია არის ჩემი პირადი წრეებიდან მოპოვებული, რომ ბავშვი ცემის შემდეგ ჩაახრჩეს, ყველაფერი ვიცი“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

იგი აცხადებს, რომ იცის ვინ შეჰყვა გიორგის მდინარეში, თუმცა ამჟამად პირების დასახელებისგან თავს იკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×