რეზონანსი
29.07.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი სოფელ მაწევანში დაკარგვიდან მეორე ან მესამე დღეს ნახეს.

თამარი 17 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მაწევანის მკვიდრი, 17 წლის ეკატერინე ელბაქიძე, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ახალგაზრდა გოგო გაუჩინარებიდან მეორე თუ მესამე დღეს ნახა.

თვითმხილველმა ეკატერინე ელბაქიძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" დაადასტურა, რომ მან ის დაინახა მაშინ, როდესაც გამოაცხადეს რომ ბაჩალიაშვილი დაიკარგა და ძებნა გამოცხადდა.

"როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღეს შევნიშნეთ, რომ მანქანით გამოიარა ამ გზით. ამის მერე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და იმ ადგილას სადაც 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს, 19 ივლისს არ იყო, მერე შენიშნეს. ამის შემდეგ ვუთხარით პოლიციელებს და უფროსებსაც მივმართეთ. შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყოს იქ თავიდან არაფერი. ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ეძებდნენ და არაფერი შეუნიშნავთ. ბოლოს იპოვეს იქ, გარდაცვლილი. როდესაც გამოაცხადეს რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი", - აცხადებს ეკატერინე ელბაქიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×