
გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გვერდი სოციალურ ქსელ Facebook-ზე აღარ იძებნება. ამ დრომდე გვერდი ხელმისაწვდომი იყო, თუმცა ახლა რა მიზეზით გაუქმდა ჯერჯერობით უცნობია.
ასევე ამ თემასტან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კომენტარს არ აკეთებს.
გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად ფეიქბუკ გვერდის გაუქმებისა, „ინსტაგრამ“ გვერდი იძებნება.
აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის წესების თანახმად, ადამიანის გარდაიცვლების შემდეგ, მისი ანგარიში, ხსოვნის გვერდად გადაკეთდება, რომელიც განკუთვნილია მეგობრებისა და ახლობლებისათვის, მონატრების, მოგონების გამოსახატად.