რეზონანსი
28.07.2020

დღეს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შაქარაშვილის საფლავზე შეიკრიბნენ.

მეგობრებმა ახალგაზრდა ფეხბურთელი კიდევ ერთხელ გაიხსენეს:

„გამოძიებაზე მე არაფერს არ ვიტყვი, ვნახავთ საბოლოოდ რა იქნება და როგორ იქნება ჩვენთვის გიორგი უდიდესი ტკივილი არის, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგვაკლდა და ყოველდღე გვიძნელდება, რაც დღეები გადის, ვგრძნობთ, რომ გიორგი ჩვენს გვერდით ხორციელად აღარ არის, ვგრძნობთ, რომ სულიერად ჩვენთან არის და სანამ შევხვდებით ჩვენთან იქნება, როცა დადგება ის მომენტი, როცა შევხვდებით ისევ გადავეხვევით ერთმანეთს“

„ძალიან გვიჭირს სამეგობროს და საძმაკაცოს  გიორგის გარეშე ყოფნა და მართლა დიდი დანაკლისია ჩვენთვის. არ ვიცი დღემდე, ამ წუთამდე დაუჯერებელია ჩვენთვის და სულ ველოდებით და სულ ვგრძნობთ, რომ ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე. ძალიან მიყვარს ახლაც და ყოველთვის მეყვარება“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×