რეზონანსი
28.07.2020

ათენიდან სპეციალური რეისით 180 ადამიანი დაბრუნდა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ათენიდან სამშობლოში 180 ადამიანი დაბრუნდა. მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×