რეზონანსი
28.07.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზღრების გახსნის შემდეგაც კი საქართველოში ვირუსის მკვეთრი მატება არ იქნება.

"ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო იმდენად დროულად, რაციონალურად და პროპორციულად და შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას. რაც შეეხება მეორე ტალღას, გვიან შემდგომაზე, ის ან არ იქნება ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა.

გარანტირებულად და თითქმის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული და მას შეუძლია, თავის თავს უფლება მისცეს, იცხოვროს და იმუშაოს სრულფასოვნად და კონსტრუქციულად" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×