რეზონანსი
28.07.2020

ჩვენ ახლა სრულ სკრინინგს ვაწარმოებთ ყველაზე დიდ, ლილოს ბაზრობაზე, სადაც რამდენიმე კლასტერი გადაიკვეთა, ეს არის გაჩიანის და კიდევ ერთი ოჯახის კლასტერი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლილოს ბაზრობაზე 6000 ადამიანი მუშაობს და მათი ტესტირება სრულად მოხდება.

„ლილოს ბაზრობის გამოკვლევა სრულად მოხდება, დღესაც 700-მდე ნიმუში იქნა აღებული, სულ აღებულია 2500-2700 ნიმუში და ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში ლილოს ბაზრობას სრულად მოვიცვათ. რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ბაზრობებს, მათი კვლევის მიდგომაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×