
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა მოითხოვს, რომ მისი შვილის კომპიუტერი ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გახსნას, რადგან ის გამოძიებას არ ენდობა.
როგორც ბაჩალეიშვილის მამა ამბობს, შესაძლებელია, მასალები უკვე წაშლილია, საქმე კი წინ არ წასულა.
„ჩემი მოთხოვნაა კომპიუტერი გახსნას ამერიკის ფედერალურმა ბიურომ და აუცილებლად დაესწროს ჩვენი ადვოკატი. საქმე გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჯერ ეს პიროვნება მეუბნება, აგერ მაგაზე ვმუშაობო, შენი გოგო რა დიდი პრობლემის წინ არისო. ამის შემდეგ ვურეკავ, აღარ პასუხობს. გუშინ გამოდის და თავისი ნათქვამი სიტყვები უკან მიაქვს, ამბობს, ასეთი რამე ტყუილიაო. ასეთი უღმერთობა არ შეიძლება. მაგას შეეშალა, წამოცდა ესეიგი არ აწყობდათ ეგრე, წაშალეს და მერე მეუბნება ვერ გავხსენითო. ამიტომაც მინდა, რომ კომპიუტერი ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გახსნას და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს საქმე. ადამიანი უნამუსოდ რომ გამოდის და მაგას იძახის, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება წაშალეს უკვე, ვერ გაიგებ. საქმე წინ არ წასულა",-აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.