რეზონანსი
28.07.2020

პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ორი ბავშვიდან ერთ-ერთი, 11 წლის მოზარდი თბილისში, ლილოს დასახლებაში იპოვა. ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს.

სამართალდამცველებს მოზარდი მშობლებთან მიჰყავთ. პოლიცია მეორე არასრულწლოვნის ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობს.

დედოფლისწყაროში მცხოვრები 11 და 14 წლის მეზობლები სახლიდან გუშინ დაუკითხავად გავიდნენ და სამარშუტო ტაქსით თბილისში გაემგზავრნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×