
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი უცნაური მიმართვა გაავრცელა:
„ველით ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას პოზიციისა და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვნებს მათ შორის, ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში!
ივანიშვილს დიპლომატიური ენა არ ესმის, ამიტომ მეც არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და უნდა ვთქვათ, რაც არის. ჩვენ გვჭირდება გაგრძელება ამ კრიტიკის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო ზუსტი ფორმულირებები ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე.
აქ უკვე აღარაა სხვადასხვა ფერები, აქ უნდა მოხდეს სრულად შუას გაკრეფა და შავის და თეთრის გარჩევა. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ასეც ჩამოყალიბდება, ყველაფერი იქითკენ მიდის, ტენდენცია სწორია. ველი კიდევ უფრო მეტ ძალიან მკვეთრ პოზიციებს“ - აღნიშნა მიმართვაში სააკაშვილმა.