რეზონანსი
28.07.2020

13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები მეათე დღეა გრძელდება. ბავშვს გარდა სოფელი ლენჯერისა, ასევე შავი ზღვის კურორტებზე ეძებენ.

„ჩემს შვილს ეძებენ ყველგან 24 საათიან რეჟიმში, მე ვფიქრობ ეს ერთგვარი პროტესტია თავის ასაკთან...მას გარდატეხის ასაკი აქვს და რაღაც პერიოდი ვფიქრობ განმარტოება არჩია. სერიოზული კონფლიქტი მასთან არ მქონია. ილია მეორე ქორწინებიდან მყავს. მას ჰყავს უფროსი და-ძმა, რომლებთანაც ერთ ბინაში იზრდებოდა მეგობრულად და მას ეხმარებოდნენ გაკვეთილების მომზადებაში. გუშინწინ მისი დედაც ჩამოვიდა დუბაიდან. ჩვენ გუშინ პოლიციასთან ერთად შემოვიარეთ მთელი შავიზღვისპირეთი და ეს მის პოვნამდე ასე გაგრძელდება...", - ამბობს მამა. მოზარდის მამას ერთი თხოვნა აქვს ყველასთან, იმ შემთხვევაში, თუ იპოვიან ილიას გადაუღონ სამი ფოტოსურათი და რუსულად დაელაპარაკონ, ვინაიდან მან ქართული არ იცის.

„მას აქვს ენის პრობლემა, ჩვენ პანდემიამდე ჩავრჩით სვანეთში, მას ძალიან ენატრებოდა დედა, რომელიც დიდი ხნის უნახავი ჰყავდა", - ამბობს დავით ფილფანი.

13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი და მას 19 ივლისიდან ეძებენ.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×