რეზონანსი
28.07.2020

გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიციური გაერთიანება თავიდანვე შერყეული, ახლა მიმდინარე პროცესები კი მოსალოდნელი იყო. ამის არგუმენტად კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაერთიანებაში ოპოზიციონერ ლიდერებს შორის სხვაობასა და ეკლექტურობას ასახელებს.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციური გაერთიანება საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის სტაბილურობაზე ორიენტირებული არ არის და მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატით შეეცდებიან ხელისუფლების წარმომადგენლის დამარცხებას თუ ცალ-ცალკე, ეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

„გარდა იმისა, რომ ისინი დესტრუქციულები არიან, ერთადერთი რაც გაერთიანებულ ოპოზიციაში საერთოა, ეს არის ის, რომ მათ ქვეყნის განვითარების რეალური გეგმა არ გააჩნიათ. დესტრუქცია კი მათი მთავარი მექანიზმია, რომლის გამოყენებასაც ისინი ეცდებიან", - ამბობს გიორგი ვოლსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×