რეზონანსი
28.07.2020

ამ ეტაპზე კორონავირუსის სეზონური ხასიათი მტკიცებულებებით გაჯერებული არ არის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

„როგორც ჩანს, სეზონი ვირუსის გადაცემაზე არ მოქმედებს", - განაცხადა ჯანმოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მარგარეტ ჰარისმა ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემას ხელს უწყობს ხალხის გროვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანცირების დაცვა არ ხდება.

„ხალხი კვლავ სეზონებზე საუბრობს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ახალი ვირუსია და განსხვავებულად იქცევა", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×