რეზონანსი
28.07.2020

ყველა წყაროზე გავდივართ და ვარეგულირებთ ამ საკითხს. ამიტომ ხაზს ვუსვამ, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

„შემთხვევების გარკვეული მატება პროგნოზირებადი იყო. ასე იყო ყველა ქვეყანაში, სადაც კი შემსუბუქების პოლიტიკა მიმდინარეობს. ამის გარეშე არ შეიძლება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, სწორი და კარგი ბალანსი უნდა გვქონდეს ერთი მხრივ, შემსუბუქების პოლიტიკასა და მეორე მხრივ, სწრაფ პასუხს შორის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, კორონავირუსის რვა ახალი ფაქტი გამოვლინდა და რვავეს ინფიცირების წყარო ცნობილია - ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი - ლილოს კლასტერს; ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, ხოლო ოთხი შემთხვევა შემოტანილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×