რეზონანსი
28.07.2020

ევროკავშირმა, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტებზე გაუქმებული შეზღუდვები აღადგინოს და საზღვრები სულ მცირე ორი კვირით დახუროს. ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს.

ევროკავშირი აპირებს, წევრ სახელმწიფოებში შესვლა აუკრძალოს კანადის, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს. ეს სახელმწიფოები ამჟამად იმ 13 უსაფრთხო ქვეყანას შორისაა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა შეუძლიათ.ევროკავშირის „თეთრ სიაშია" ალჟირი, ავსტრალია, საქართველო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ვრცელდება ცნობა, რომ სიიდან შეიძლება ამოიღონ ალჟირი და მაროკოც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×